სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის აღზრდილმა გიგა რაზმაძემ, წარმატებით გაიარა ჰარვარდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის კონკურსი და სრული დაფინანსება მოიპოვა სწავლისთვის. გიგა გაივლის ჰარვარდის ოთხკრედიტიან კურსს – „პოლიტიკის ეკონომიკა და გლობალიზაცია: გამოწვევები და შესაძლებლობები”

01.08.2025წ.

სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის აღზრდილმა გიგა რაზმაძემ, წარმატებით გაიარა ჰარვარდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის კონკურსი და სრული დაფინანსება მოიპოვა სწავლისთვის.
გიგა გაივლის ჰარვარდის ოთხკრედიტიან კურსს – „პოლიტიკის ეკონომიკა და გლობალიზაცია: გამოწვევები და შესაძლებლობები”.
ეს არა მხოლოდ აკადემიური გამოცდილებაა, არამედ გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეული ჩართვის შანსი. გიგას მიღწევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა ქალაქის სკოლიდან წამოსულმა მოტივირებულმა ახალგაზრდამ მიაღწიოს საერთაშორისო წარმატებას.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გიგას ამ დიდ მიღწევას და უსურვებს კიდევ ბევრ გამარჯვებას

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო