მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომა.

31\08\2025

მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა,საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,ონის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ონის მუწიციპალიტეტის 2025 წლის II კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, კურორტ შოვში მდებარე 2000.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ 88.02.30.209) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების – მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის (ს/კ 88.18.27.122) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
5.2025 წელს ონის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის დამტკიცების თაობაზე.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 6 თვის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.
7. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია განვლილი ექვსი თვის მუშაობის შესახებ.
8. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის/საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გივი მეტრეველის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

 

Related posts

მიმდინარე წლის 13 მაისს ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში გარკვეული პრობლემები გამოიწვია

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად, საზოგადოებრივ სივრცეებში სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ნერგები დარგო და ქალაქის გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო