ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ონის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარების გეგმები
25 მაისს ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტი “გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რაიონი”-ს დასკვნითი ღონისძიება .
ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ონის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარების გეგმები.
ღონისძიების ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები , რომლებიც ერთი კვირით ივნისის თვეში თურქეთში გაემგზავრებიან.
გამოვლინდა 2 საუკეთესო სპიკერი: ჟიურის გადაწყვეტილებით არჩეული იქნა მე-9 კლასის მოსწავლე ქეთევან ჯელაძე და მაყურებლის გადაწყვეტილებით არჩეული იქნა მე-10 კლასის მოსწავლე ლუკა ლობჯანიძე.
ყველა მონაწილეს გადაეცა საქართველოს და ევროპის ბანაკების საგზურები .
პროექტის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის .
ონის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს ახალგაზრდებს ,უსურვებს წარმატებულ თანამშრომლობას მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში.