სიკეთე გადამდებია

03.08.2020წ.

#სიკეთეგადამდებია
გვინდა ერთი სიკეთის ისტორიის შესახებ გაცნობოთ.

2020 წლის 28 ივლისს ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად, გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებში დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად მოქალაქემ დავით კბილაძემ სტიქიის ზონაში დარჩენილ მოსახლეობას რამდენიმე დასახელების სასურსათო პროდუქტი და პირველადი მოთხოვნილების ნივთები გაუგზავნა.
სიკეთის ქმნის მაძიებელი ნაკლებად ფიქრობს იმაზე შეუფასდება თუ არა მას სიკეთე, რომელიც უანგაროდ გასცა. სიკეთის ქმნა მათი სულიერი მოთხოვნილებაა . მადლობა ბატონ დავითს და მის მსგავს ადამიანებს , იმიტომ რომ არსებობენ, იმიტომ რომ მათ სიყვარული შეუძლიათ და ფიქრობენ სხვის კეთილდღობაზე.
ახალმა განსაცდელმა დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანი და ის მუდამ ყურადღების ეპიტცენტრშია, გვჯერა , რომ ხვალ ამ სახელებს კიდევ მეტი სახელი დაემატება , ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით მრავალ განსაცდელს დავამარცხებთ .
ღმერთმა გვიმრავლოს დავით კბილაძის მსგავსი ადამიანები. მადლობა მას.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა