სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში დასრულების ფაზაში მყოფ პროექტებს ადგილზე გაეცნო

by magda

5.12.2019წ.

5 დეკემბერს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში დასრულების ფაზაში მყოფ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

დასრულების ფაზაშია ლაჩთა-შეუბნის გზის ასფალტირების სამუშაოები, ღირებულებით 790 009ლარი.

შემსრულებელი-შ.პ.ს “რაჭა 2005.”
დაფინანსების წყარო-მთის ფონდი.

დასრულების ფაზაშია ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების სამუშაოები, ღირებულებით : 1 564 138,65ლარი.

რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა სამუშაოების შესრულების ხარისხზე და აღნიშნა,რომ რეგიონის მასშტაბით ყველა შემსრულებელმა ვადების დაცვით და მაღალი ხარისხით უნდა შეასრულოს სამუშაოები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content