99
სახალხო დღესასწაული “ონელობა – 2022” გალა კონცერტით – ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავის გახსნით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
ღონისძიების მიმდინარეობისას რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს 2022 წლის საპატიპო ონელები – გოჩა ენუქიძე, ზურაბ კიკნაძე, გია ბერიშვილი, ვალერიან გძელიშვილი, აზამატი ჯაფარიძე, ჯემალ ბერუჩაშვილი, ვასო მაისურაძე, 2022 წლის ღვაწლმოსილი ონელები – ელეონორა ნანიშვილი, ლამარა გამყრელიძე, ეთერ მოსიაშვილი, ნონა ბაკურაძე, ავთო ცხვედიანი, ნელი ჩიკვილაძე, ასევე 2020-2021 და 2021- 2022 სასწავლო წლების მედალოსანი ახალგაზრდები.
ონელობის დღესასწაული მიულოცეს სტუმრებს რაჭა-ლეჩუმ-სვანეთის მხარის რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.
სადღესასწაულო განწყობა გალა კონცერტით “შქმერის მთა გადავიარე… ზურა ბაკურაძე” გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა – “ქართული ხმები”, “რუსთავი”, “თეატრალურის კვარტეტი“, ასევე ზურა ბაკურაძის მეგობრებმა.
სახალხო დღესასწაულზე “ონელობა-2022“ საზეიმოდ გაიხსნა ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავი, ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.