საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს

by magda

21.08.2021წ.

საქართთველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კერძოდ ონში, ამბროლაურში, ცაგერსა და ლენტეხში სამუშაოები მიმდინარეობს როგორც შენობებზე, ისე რეკრეაციულ სივრცეებში. ეწყობა პარკები და სკვერები, შესაბამისი აუცილებელი საინჟინრო სისტემებით, საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი ინფრასტრუქტურით,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა
პროგრამის ფარგლებში, ონში დაწყებულია დავით აღმაშენებლის მოედნის რეაბილიტაცია, ამბროლაურში – აღმაშენებლის ქუჩაზე და კოსტავას ქუჩაზე არსებული პარკების მოწყობა, ლენტეხშიი – თამარ მეფის და სტალინის ქუჩების, ხოლო ცაგერში რუსთაველის და კოსტავას ების განახლება
ირაკლი ქარსელაძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ონში, ამბროლაურში, ცაგერსა და ლენტეხში მიმდინარე პროექტების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის თქმით, რეგიონში პროგრამით დაფინანსებული ურბანული განახლების პროექტებზე აქტიური სამუშაოებია დაწყებული. ლენტეხში მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩის, მოედნისა და მიმდებარე შენობების, მათ შორის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია
4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს
პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები
სამშენებლო სამუშაოები უკვე ყველა მუნიციპალიტეტში დაწყებულია
+10

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content