საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების ფარგლებში ონში გამართული საახალწლო ზეიმი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა

by magda

02.01.2023წ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების ფარგლებში ონში გამართული საახალწლო ზეიმი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
თელი დღის განმავლობაში ონის ცენტრში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი.
მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ღონისძიების დასასრულს ონელების წინაშე ჯგუფი „ჩვენებურები” და ჯგუფი „გუფილენდი“ წარსდგა.
გალაკონცერტი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content