საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება

by magda

02.01.2023წ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება. დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ონში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. საკონცერტო სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ ანსამბლებს დაეთმობა, საღამოს კი ჯგუფი „ ჩვენებურები“ და ჯგუფი „გუფილენდი“ დაიკავებს სცენას

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content