რომლის მიზანი იყო ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
5 ივლისს, ონის მუნიციპლიტეტის, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” რეგიონალური ოფისში საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ პროექტის „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ონის მუნიციპალიტეტის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე გუნდი ,,ფაზისის” წევრები.
შეხვედრაზე დღის წესრიგი ითვალისწინებდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ განხილვას და გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესების შესახებ სამოქალაქო სექტორში ინფორმირებულობის გაზრდას, რომ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცეს :
აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში და იმოქმედონ გარემოსდაცვით გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გარემოს სასარგებლოდ, აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესებში.