საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, სამხარეო ადმინისტრაციის, დეპუტატის ბიუროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის” მხარდაჭერით, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირებს შესაბამისი ეტლები გადაეცათ

by magda

13.06.2021წ.

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, სამხარეო ადმინისტრაციის, დეპუტატის ბიუროს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის” მხარდაჭერით, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირებს შესაბამისი ეტლები გადაეცათ.
22 ბენეფიციარისთვის ეტლები ინდივიდუალურად, წინასწარ შესწავლილი ზომებისა და საჭიროების მიხედვით შეირჩა.
საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის”, რომელიც 28 წელზე მეტია არსებობს, აერთიანებს სახელოვან, ,ღვაწლმოსილ ქალბატონებს, ახორციელებს მრავალ პროექტს სამშვიდობო, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში,მათ შორისაა შშმ პირთათვის დახმარების აღმოჩენა.12-13 ივნისს ასოციაციის თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე,ბუღალტერი ნონა სოსანაშვილი ეწვიენ ამბროლაურს და ონს.
ღონისძიებაში სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვამეთში- პაპუნა მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უშუალოდ იყო ჩართული.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content