საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 18-27 სექტემბერს მთის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრმა განახორციელა პროექტი – „ზემო რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, ფიქსაცია

11.11.2021წ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 18-27 სექტემბერს მთის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრმა განახორციელა პროექტი – „ზემო რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, ფიქსაცია“.
პროექტის ფარგლებში ზედაპირული არქეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოები ჩატარდა ონის მუნიციპალიტეტში, მდინარეების რიონის, ჯეჯორას, ჭანჭახისა და საკაურას ხეობებში.
მუშაობის პროცესში ხდებოდა წინასწარ შერჩეული და აგრეთვე, ახლად გამოვლენილი ლოკაციების მონახულება და ზედაპირული შემოწმება (ძირითადად სტრატიგრაფიული ჭრილებისა, რომლებიც სტიქიის შედეგად გაშიშვლებული იყო და ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა არქეოლოგთათვის) არქეოლოგიური ძეგლების გამოსავლენად, მათი აღწერა, GPS კოორდინატების აღება და ფოტო-ფიქსაცია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად ზემო რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა 4 სავარაუდო ლოკაცია, სადაც არქეოლოგიური ძეგლის არსებობაა მოსალოდნელი.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა