24
27.09.2023წ.
26-27 სექტემბერს სასტუმრო „კოსტე“-ში მიმდინარეობს 2-დღიანი სამუშაო შეხვედრა “მერების შეთანხმების” ახალი ხელმომწერი მუნიციპალიტეტების (ასპინძა, დმანისი, თბილისი, მარტვილი, სენაკი, ონი, ) წარმომადგენლებისთვის. სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენს მეკსგ შემუშავების მიზნით მუნიციპალიტეტების მიერ საბაზისო ემისიების ინვენტარიზაციისთვის (BEI) და რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებისთვის (RVA) მოძიებული მონაცემთა ბაზის შეჯამება, შესაბამისი შემარბილებელი (მიტიგაცია) და შეგუების (ადაპტაცია) ღონისძიებების იდენტიფიცირება სექტორების მიხედვით.
ასევე სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის საკითხებისა და შესაბამისი ინდიკატორების განსაზღვრა მუნიციპალური სექტორებისთვის.
ღონისძიება იმართება UNDP-ის მიერ დაფინანსებული პროექტი “მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმები (მეკსგ) მერების შეთანხმების ახალი ხელმოწერებისთვის“ ფარგლებში.