სასიხარულო ინფორმაცია

by magda

08.12.2020წ.

სასიხარულო ინფორმაცია
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2020 წლის გათამაშების გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი „გაგრა” გახდა, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საფეხბურთო კლუბი უკრაინაში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ბესო ჩიხრაძემ და მისმა ბიძაშვილმა, გოდერძი ჩიხრაძემ ჩამოაყალიბეს. 2003-04 წლებში საქართველოში პირველად ჩატარდა ჭაბუკთა ლიგის გათამაშება, რომლის გამარჯვებულ, 1985-86 წლებში დაბადებულ მოზარდთა გუნდს შემდგომში “გაგრა” ეწოდა. კლუბის პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე გაგრელია და მისთვის ამ სახელს განსაკუთრებული ხიბლი და მნიშვნელობა აქვს. ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე . ორივე რაჭველები , წარმოშობით ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან არიან.
თითქმის ყველა ონელმა იცის გოდერძი ჩიხრაძის სახელი, როგორც კარგი რაჭველი, კარგი მეგობარი, ქველმოქმედი და თავის კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, წარსულში ის ონის საფეხბურთო გუნდის „ მამისონის „ ფეხბურთელი იყო, ამიტომ დღემდე რჩება გუნდის( ახალი თაობის) გულშემატკივრად. 2020 წლის ზაფხულში გოდერძი ჩიხრაძემ ონელ ვეტერან ფეხბურთელებს საჩუქრად საფეხბურთო ფორმები და სპორტული ინვენტარი გადასცა. ონის მუნიციპალიტეტში სპორტული სფეროს არცერთი წარმატება არ რჩება უყურადღებოდ, გულშემატკივრობს რაჭველ სპორტსმენებს და ცდილობს დაეხმაროს მათ.
 ახალი წარმატებით ბედნიერია ვიცე-პრეზიდენტი , რადგან „გაგრამ“ ისტორიაში მეორედ მოიპოვა დავით ყიფიანის სახელობის თასი, საქართველოს ევროსარბიელზე წარმოადგენს და იმედოვნებს, რომ კონფერენც ლიგაზე გასვლამდე საქართველოს თასის მფლობელი კიდევ უფრო გაძლიერდება.
სამომავლო გეგმებიც იმედიანი აქვთ, რადგან გუნდს „ გაგრა“ კარგი შემადგენლობა ყავს . განვლილი საფეხბურთო ცხოვრებიდან გამომდინარე დასკვნები გამოიტანეს , უფრო მეტად რომელ რგოლში გაძლიერდნენ, რომ საქართველო ღირსეულად წარმოაჩინონ. აღსანიშნავია, რომ გუნდის „ გაგრა“ ერთ -ერთი ფეხბურთელი გოდერძი ჩიხრაძის 18 წლის ვაჟი ლაშა ჩიხრაძეა.
ონის მუნიციპალიტეტი საფეხბურთო კლუბის “ გაგრა“ დამფუძნებლებს, ფეხბურთელებს, მათ გულშემატკივრებს ულოცავს ღირსეულ გამარჯვებას საქართველოს 2020 წლის დავით ყიფიანის თასის მოპოვებას. წარმატებას უსურვებს მათ სპორტულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content