სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვახტანგ ლომთაძემ და ცენტრის მასტერ-სერჟანტმა გიორგი მელიქიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

19.06.2025წ.

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვახტანგ ლომთაძემ და ცენტრის მასტერ-სერჟანტმა გიორგი მელიქიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის და თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე.
კანონმდებლობის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური ელექტრონული შემთხვევითობის შერჩევის პრინციპით ხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით წასულ პირებს 30%-ით მეტი ოდენობის ანაზღაურება დაენიშნებათ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა