რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონში სახელაშვილის დასახლების მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

20.06.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონში სახელაშვილის დასახლების მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს ქუჩის და საფეხმავლო ზოლის მოასფალტებას, გიგა სახელაშვილის მემორიალის მოპირკეთებას, ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობას, საბავშვო ატრაქციონების მონტაჟს, დეკორატიული ღობეების მოწყობას, ასევე, განათებების მონტაჟს და ტერიტორიის გამწვანებას.
სამუშაოების ღირებულება 335 223 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2025 წლის აგვისტოში იგეგმება.
პროექტის მიმდინარეობას, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა