2
“აღნიშნული სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება
პირველ ივლისს სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა:
სოფელ ქრისტესში და ხირხონისში მიმდინარეობს თავშეყრის ადგილის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შემსრულებელი: ი/მ თეიმურაზ სხიერელი.
სოფელ ზუდალში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
შემსრულებელი: ი/მ ჯულიეტა გრძელიშვილი.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა.
სამუშაოების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება