სამუშაო შეხვედრა პროექტის „ დასუფთავების და მყარი ნარჩენების მართვის სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება 23 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში

12.02.2020წ.

მიმდინარე წლის 12 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „ დასუფთავების და მყარი ნარჩენების მართვის სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება 23 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროექტის მკვლევარმა რონი კვაჭაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტის მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ჯგუფის წევრებთან , ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან და შპს“ ონის სერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.
გაცნობებთ, რომ პროექტი: „ დასუფთავების და მყარი ნარჩენების მართვის სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება 23 მუნიციპალიტეტში“ 2019 წლის 17 ოქტომბერს გაეროს განვითარების პროგრამამ ( UNDP) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, დემოკრატიული მმართველობის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.
მოცემულ ორწლიან პროექტს ახორციელებს ადგილობრივი კომპანია „ პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი -PMCG”.
პროექტის მიზანია მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის და დასუფთავების სერვისებისთვის დაინერგოს სამუშაოს შესრულების მართვის ელექტრონული სისტემა (PMS) სამიზნე აუდიტორიებში, რომელიც დაეხმარება ამ მუნიციპალიტეტებს უფრო ეფექტურად და ეფექტიანად დაგეგმონ, განახორციელონ და გაუწიონ მუდმივი მონიტორინგი თავიანთ საქმიანობას მოცემულ სფეროში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ