საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამა

by magda

17.09.2025წ.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს ,,საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამას”, რომლის მიზანია საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარება.
საკონკურსო განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად, 2025 წლის 5 სექტემბრიდან – 3
ოქტომბრის 15:00 საათამდე. საზღვარგარეთ ვიზიტის პერიოდია 2025 წლის ნოემბრიდან 2026
წლის მაისის ჩათვლით. კვალიფიკაციის ამაღლების კურსის ხანგრძლივობა შესაძლოა იყოს 5
დღიდან 3 თვემდე ვადით.
საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, ყოველ სამშაბათს, 14:00
საათზე, განაცხადების მიღების პერიოდში (16, 23 და 30 სექტემბერი). დისტანციურად
დასწრების მსურველთათვის შეხვედრის ბმული და კონკურსის შესახებ დეტალური
ინფორმაცია ხელმისაწვდომია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ ვებ
გვერდზე – iec.gov.ge.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content