რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მცირე საგრანტო კონკურსები ცხადდება

18.07.2024წ.

რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის მცირე საგრანტო კონკურსები ცხადდება.
დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა – „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში“ ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ტექნიკურ განხორციელებას უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია „გოპა“.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობასთან ერთად ხორციელდება დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონების სოციო-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს თანამონაწილეობით პრინციპებზე დაყრდნობით რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედმცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერას, ღია კონკურსების მეშვეობით გამოვლენილი საჭიროებებისა და საუკეთესო იდეების ხელშეწყობის გზით.
სოციო-ეკონომიკური კომპონენტის ეფექტური მართვისთვის შექმნილია მუნიციპალური სამუშაო ჯგუფი, ონის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს, ეროვნული პარკის ადმინისტრაციისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. დაგეგმილი აქტივობების განხორციელების კოორდინაციას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „რაჭა იმერეთის აგრომწარმოებელთა გაერთიანება“.
ამჟამად, პროექტის ფარგლებში, რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ცხადდება I ეტაპის I კონკურსი!
კონკურსის სათაური: “ბუნების დაცვასთან დაკავშირებული იდეები და თავს გადახდენილი ისტორიები“
კონკურსი ტარდება ონის მუნიციპალიტეტის სოფლების გომის და ჯინჭვისის მოსახლეობისთვის.
ჩატარების თარიღი: 2024 წლის 19 ივლისი შემდეგ მისამართზე: სოფ ჯინჭვისი (რიტუალების სახლი)
დაწყების დრო: 13:00 საათი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა
– განმცხადებელი უნდა იყოს ადგილობრივი მკვიდრი(სოფელი გომი ან ჯინჭვისი) და გააჩნდეს მაღალმთიანი სოფლი მაცხოვრებლის სტატუსი;
– განმცხადებლის მიერ იდეის/ისტორიის მომზადება/წარდგენა წერილობითი, ან ზეპირი ფორმით;
– კონკურსზე დასწრება და იდეის/ისტორიის წარდგენა ჟიურისა და დამსწრე საზოგადოებისათვის;
– კონკურსის დღეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქონა.
საკონკურსო იდეების/ისტორიების განხილვა, და დაჯილდოება მოხდება საჯაროდ კონკურსის ჩატარების დღეს სამუშაო ჯგუფის წევრებისა და დამსწრე საზოგადოების მიერ შერჩეული ჟიურის გადაწყვეტილებით.
შეფასების კრიტერიუმები:
– წარმოდგენილი იდეა/ისტორია უნდა იყოს დამაჯერებელი (შესაძლებელია გამოიყენებული იყოს ნებისმიერი დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასალა: ფოტო, ვიდეო ან სხვა);
– იდეის/ისტორიის წარდგენის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5-10 წუთს.
საპრიზო ფონდი:კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 6300 ლარს
სამი მთავარი საპრიზო ადგილი საუკეთესო დოკუმენტირებული ისტორიისათვის:
I ადგილი – 800 ლარი
II ადგილი – 600 ლარი
III ადგილი – 400 ლარი
აგრეთვე გამოვლინდება სხვა საინტერესო ისტორიის ავტორები, რომლებზეც თანაბრად განაწილდება ბიუჯეტის დარჩენილი თანხა.
საკონტაქტო პირი (მობილიზატორი): ლამარა ბოჭორიშვილი
მობ: 598211915
გოპას თანამშრომლები – თემებში კოორდინატორები: დავით დოლიძე 591195505:
ავთანდილ მჭედლიძე 571220585.
სამუშაო დღეები : ორშაბათი -პარასკევი;
სამუშაო საათები: 10:00-18:00

Related posts

2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, საახალწლო-საშობაოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

სოფელ შეუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს