რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი გლოლას მოსახლეობასთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

24.07.2024წ.

რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი გლოლას მოსახლეობასთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების დაარსების მნიშვნელობასა და განვითარების შედეგად მიღებული სარგებლის შესახებ. ასევე, გაეცნენ რაჭის ეროვნულ პარკში მოქმედ ძირითად რეგულაციებს, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ უფლებებს, დაგეგმილ სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობებს, რომლებიც ადგილობრივი თემების საჭიროებებზე იქნება მორგებული.
რაჭის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი გერმანიის მთავრობის (BMZ/KfW) მხარდაჭერით ხორციელდება. მსგავსი შეხვედრების განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით ეტაპობრივად არის დაგეგმილი.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს