მიმდინარე წლის 24 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

24/07/2024

მიმდინარე წლის 24 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების-ერთი ერთეული ელექტრო მიკროავტობუსის შპს ,,ონის სერვის ჯგუფისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით დროებით სარგებლობაში (უსასყიდლოდ), თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2024 წლის 6 თვის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთხთა კომისიის ინფორმაცია განვლილი 6 თვის მუშაობის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების შესახებ.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია მიმდინარე 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მარკოიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — ლაჩთის, შეუბნის, ჭალის, ხურუთის და ნიგვზნარის მოსახლეობას შეხვდნენ.

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.