რაჭველი სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ

by newadmin newadmin

27.10.2026წ.

რაჭველი სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ!
24 ოქტომბრიდან 1-ლი ნოემბრის ჩათვლით, ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.
მსოფლიო ჩემპიონატზე რაჭიდან სამი სპორტსმენი მონაწილეობს: ონიდან — მირიან მაისურაძე,ხოლო ამბროლაურიდან — ვლადიმერ გამყრელიძე და გიორგი ელბაქიძე.
რაჭველი სპორტსმენების საგულშემატკივროდ ასტანაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გაემგზავრა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობასა და გამარჯვებებს უსურვებს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content