10
18.11.2021წ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა, იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურას უმასპინძლეს.
ონის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩმა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის საჭირო ტექნიკა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „ონის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის“ დაფინანსდა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში,
„ვინაიდან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მიეკუთვნება ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზონას, აღნიშნული ტექნიკა ადგილობრივ ხელისუფლებას კატასტროფებისადმი მზადყოფნისა და შედეგების ეფექტურად დაძლევის შესაძლებლობას მისცემს.
საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება.
საგრანტო პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა“, –
შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტს აღნიშნული პროექტის ფარგლებში მართლაც საჭირო დახმარება გაეწია.
„აღნიშნული ტექნიკა საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს დროულად მოახდინოს რეაგირება ბუნებრივი კატასტროფებისადმი და ადამიანის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნას დაცული. სახელმწიფო რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩ იმამურა აკირას მხარდაჭერისათვის და გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისათვის“
შეხვედრის დასასრულს ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს იმამურა აკირას ონის მუნიციპალიტეტისთვის ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირების მიზნით მძიმე ტექნიკის გადმოცემისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ პიროვნებას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.