რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილე ქრისტინა კობახიძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების და აიპების ხელმძღვანელ პირებს, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და დეპუტატებს შეხვდა

17.03.2026წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილე ქრისტინა კობახიძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების და აიპების ხელმძღვანელ პირებს, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და დეპუტატებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს კულტურული და სოციალური პროექტები, ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები. პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ბევრი მნიშვნელოვანი და მოსახლეობისთვის საჭირო პროექტების განხორციელება იგეგმება, რაც სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს მუნიციპალიტეტს.
სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის აუცილებლობასა და სოფლებში სხვადასხვა საჭიროებების მაქსიმალურად იდენტიფიცირებაზე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფლებში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების საკითხს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მერი დავით ლობჟანიძე, მერის მოადგილეები – ლევან შერაზადიშვილი და ირმა ჩიხრაძე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და საქართველოს პარლამენტში რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ელენე მაისურაძე.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა