რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში მიიღო

by magda

18.06.2021წ.

18 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში .
შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული -გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, მოადგილეებთან გიორგი მაქარაშვილთან და თემურ ჩანქსელიანთან ერთად, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე ,ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილეებთან , სერგი ხიდეშელთან და ეკა მაისურაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე
მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე აქტუალურ პროექტებზე ისაუბრეს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების მიმართულებით რაჭის რეგიონში არსებულ პოტენციალზე.
სახელმწიფო რწმუნებულმა გერმანიის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მისი ძირითადი მიმართულებების შესახებ. გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
დავით ჩიკვაიძემ მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის და პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმონადგენლებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადეს სტუმრობისთვის და მხარდაჭერისთვის.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content