2
07.11.2025წ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, პირველ მოადგილე ქრისტინა კობახიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ლობჟანიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სასპორტო სკოლის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
რეგიონის ხელმძღვანელმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შეაფასა სამუშაოების მიმდინარეობა და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია შესრულების ხარისხისა და ვადების შესახებ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მათთვის შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ფინანსდება როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ჯამური ღირებულება 314 000 ლარია
