რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბეე-რშევას სახელობის პარკში მასშტაბური სპორტული ფესტივალი გაიმართა

by magda

18.08.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბეე-რშევას სახელობის პარკში მასშტაბური სპორტული ფესტივალი გაიმართა.
სამოყვარულო ტურნირი, 7×7 ფეხბურთში, 3X3 კალათბურთში და სხვადასხვა სპორტულ სახეობებში ჩატარდა.
7×7 ფეხბურთი ტურნირის ძირითადი აქტივობა იყო, რომელშიც გამარჯვებული ონის „მამისონის“ გუნდი გახდა.
სამ დღიან ტურნირს ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილესთან და საკრებულოს თვამჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად ესწრებოდა.
ტურნირზე გამარჯვებულ გუნდებს ფულადი ჯილდო და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
სპორტული ფესტივალი კონცერტით დასრულდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content