რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიეთში, მდინარე ოჟანურზე არსებული ხიდ- ბოგირის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

by magda

01.07.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიეთში, მდინარე ოჟანურზე არსებული ხიდ- ბოგირის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული ლითონის კონსტრუქციის და ხის სავალი ნაწილის დემონტაჟი, მოეწყო რკინა-ბეტონის ბურჯები და ლითონის ახალი კონსტრუქცია.
სამუშაოები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, დასრულების ეტაპზეა და მისი ღირებულება 149 778 ლარს შეადგენს.
პროექტის მიმდინარეობას, მხარის რწმუნებულთან ერთად, რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content