რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა

13.04.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მიმდინარეობა, რეგიონში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები, ასევე მხარეში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხები.
პაპუნა მარგველიძემ ხაზი გაუსვა ეფექტიანი კოორდინაციის აუცილებლობას და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა რეგიონული განვითარების სამინისტროსთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებებზე.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, მოადგილეები – ალუდა თუთისანი და ბერდია ჩანქსელიანი, რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზურა ცაგურიშვილი, აპარატის უფროსი მარიკა დვალი და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა