განცხადება

10.05.2025წ.

მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციიას ქალაქ ონში არსებული გარე განათების ბოძების უსაფრთხოების შესახებ.
უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ ქალაქში არსებულ დაზიანებულ განათების ლამპიონებს, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ელექტროენერგია არ მიეწოდება.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, ონის მუნიციპალიტეტის მერია ორ პროექტს ახორციელებს, რომელთა შესაბამისად,
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,
გარე განათებისა და დეკორატიული განათების ლითონის საყრდენზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დამიწება. პროექტი განხორციელდა აღმაშენებლის, ვახტანგ VI-ის, კახაბერის, დემეტრე II – ის, წერეთელის, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე, ასევე აღმაშენებლის მოედანსა და გიგა ჯაფარიძის სახელობის სკვერში, სულ გარე განათების 62 ბოძსა და დეკორატიული სანათის 327 ძელზე.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე პროექტი, რომლის ფარგლებში 110 გარე განათების ძელი ახალი ლედ ნათების ლამპიონებით შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა 4000 მეტრის სიგრძის სრულიად ახალი სადენი.
აქტიურად მიმდინარეობს დეკორატიული განათების საყრდენების და ლამპიონების აღდგენის სამუშაოები. უსაფრთხოების მაღალ დონეზე უზრუნველყოფის მიზნით, განათების ბოძებზე გარედან დამონტაჟებული შემკრები კოლოფებიც ძელის შიგნით დამონტაჟდება.
პროექტი ივლისის დასაწყისში დასრულდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა