0
12.03.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულების ეტაპზეა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან, სერგი ხიდეშელთან, საკრებულოს თავმჯდომარე, ბაჩანა მარკოიშვილთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წედისის და კვაშხიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
ირი – შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია. წყლის ავზის რეაბილიტაცია;
წედისი – სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სანიაღვრე არხის მოწყობა;
სხანარი- სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია;
ქვედი – ხიდ-ბოგირის მოწყობა. სკვერის მოწყობა. გარე განათების წერტილების დამატება;
ქვედრულა- წყლის სისტემის რეაბილიტაცია. გარე განათების წერტილების დამატება;
ბოყვა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია. გარე განათების წერტილების დამატება;
ხეითი – სანიაღვრე არხის მოწყობა, წყლის ავზის კეთილმოწყობა;
ზვარეთი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ჯოისუბანი – გზის რეაბილიტაცია;
კვაშხიეთი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია. სანიაღვრე არხის მოწყობა;
ზუდალი – გარე განათების მოწყობა;
ყველა დასახელებულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.