რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგო ხიდეშელთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის, მერიის სამსახურებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

22.03.2022წ.

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგო ხიდეშელთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის, მერიის სამსახურებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ქ. ონში აგრარული ბაზრის სარეაბილიტაციო სამუშაოები და სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მხრიდან პრიორიტეტულ საკითხად დასახელებული დასაფინანსებელი პროექტები, რომელთა განხორციელება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, უახლოეს მომავალში დაიწყება.
შეხვედრის ფორმატში ასევე განიხილეს სოციალური პროგრამები, ონის მოსახლეობის საჭიროებები და მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი სხვა გამოწვევები.
“აუცილებელია, სწორი სტრატეგიით და ეფექტიანი ქმედითი ნაბიჯებით, ონის მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესი სწრაფი ტემპით გავაგრძელოთ და ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ფარგლებში დავიცვა რეგიონის მოსახლეობის ინტერესები, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებთან აქტიური თანამშრომლობით’’ აღნიშნა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა- გოჩა ენუქიძემ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content