რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

by magda

08.03.2022წ.

დღეს, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მთავარ მიზანს, რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარების გაცნობა წარმოადგენდა.
სამხარეო სამსახურების ხელმძღვანელებმა ინფორმაციები წარმოადგინეს საკურატორო სფეროებში არსებული სიტუაციის შესახებ, განიხილეს მიმდინარე პროექტები და იმსჯელეს ამ ეტაპისთვის არსებულ აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრაზე დეტალურად მოისმინეს ინფორმაციები მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული ‘’განახლებული რეგიონები’’-ს ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც აქტიურ ფაზაშია რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, აგრეთვე ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში
დასაფინანსებელ პროექტებზე და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დროული დაწყება და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა.
სამუშაო შეხვედრას, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელებთან, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი მაქარაშვილი და ლაშა ჭიჭინაძე ესწრებოდნენ

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content