35
08.08.2020წ.
დღეს რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა- გოჩა ენუქიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული , პოლიციის ლეიტენანტის გიგა სახელაშვილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
გივი (გიგა) სახელაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს, გამთენიისას ონის მუნიციპალიტეტის სოფ.წედისში სნაიპერის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა.
12 წელი გავიდა ამ ტრაგედიიდან. ჩვენი ვალია გვახსოვდეს გიგა სახელაშვილი და სამშობლოს თავისუფლებისთვის შეწირული გმირები.