21
01.06.2020წ.
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ჩიკვაიძესთან ერთად, იმყოფებოდა სოფელ პიპილეთში. მათ სოფელ პიპილეთის ადმინისტრაციულ შენობის დასრულებული და საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს, ადგილზე გეცნენ არსებულ პრობლემებს , ასევე იმყოფებოდნენ გუფთა-ონის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრზე, დაათვალიერეს გზის დაზიანებული მონაკვეთი, სადაც რამდენიმე დღის წინ გადაბრუნდა საყრდენი კედელი, ამჟამად აღნიშნული გზის მონაკვეთი უსაფრთხოების მიზნით შემოსაზღვრულია რკინა-ბეტონის პარაპეტებით და უახლოეს ხანში დაიწყება პრევენციული ღონისძიებები.