რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ინიციატივით, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა, სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების ორგანიზაციებთან, საქველმოქმედო ფონდ ,,აი ია“-სა და ქართულ – გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ ,,ბეკართან“, თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმეს

by magda

29.04.2022წ.

28 აპრილს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ინიციატივით, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა, სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების ორგანიზაციებთან, საქველმოქმედო ფონდ ,,აი ია“-სა და ქართულ – გერმანულ მუსიკათერაპიის ცენტრ ,,ბეკართან“, თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმეს.
შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობს.
აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ამ მიზნით აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.
28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, სამ დღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები:
ტარდება უფასო კონსულტაციები ოჯახებისა და ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ სმენის დაზიანება და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;
მუსიკათერაპიის სეანსები ფსიქო-ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის;
ვორკშოპები ბაღის აღმზრდელებისა და სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის უსაფრთხო სმენის საკითხებთან დაკავშირებით;
ბაღში მომუშავე მუსიკის მასწავლებლებისთვის ვორკშოპი, სადაც მათ გადაეცემათ პრაქტიკული სახელმძღვანელოები;
მშობლებისთვის გაიმართება კითხვა-პასუხის სესია ნეიროფსიქოლოგებთან.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content