რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ, პირველ მოადგილესთან – ქრისტინა კობახიძესთან და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული, პოლიციის ლეიტენანტის – გიგა სახელაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

08.08.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ, პირველ მოადგილესთან – ქრისტინა კობახიძესთან და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული, პოლიციის ლეიტენანტის – გიგა სახელაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა