ონის გიგა ჯაფარიძის კულტურის სახლში გამართულ ფოლკლორისტის, მუსიკოსის და პოეტის ბორის გუგეშაშვილის 90 წლის საიუბილეო საღამოს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო

10.08.2025წ.

ონის გიგა ჯაფარიძის კულტურის სახლში გამართულ ფოლკლორისტის, მუსიკოსის და პოეტის ბორის გუგეშაშვილის 90 წლის საიუბილეო საღამოს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ბორის გუგეშაშვილის ფოტოების, ლექსების და აფიშების გამოფენა, ნაჩვენები იყო ბორის გუგეშაშვილის სიმღერაზე გადაღებული კლიპი.
საიუბილეო საღამო, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ონის მუნიციპალიტეტის მერიის და გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.
ღონიძიებაში მონაწილეობდნენ: “ქართული ხმები”, “ძირიანი”, “რაჭა”, “ბუბა”, გუგეშაშვილების ოჯახი, პოეტები, მსახიობები და ბორის გუგეშაშვილის ყოფილი მოსწავლეები

 

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო