რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივის შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატებისა და სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთებლობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა დაიწყო

29.03.2020წ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივის შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატებისა და სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთებლობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა დაიწყო.

აღნიშნული ახალი COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა და მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების, პრობლემური საკითხების და რისკფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად.

შემოვლა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორცოში,ხიდეშლებში,მაჟიეთში,სოფელ გლოლასა და სახელაშვილის დასახლებაში განხორციელდა.
ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგანგებოდ შედგენილი გრაფიკის მიხედვით გაგრძელდება.

მოსახლეობაში შემოვლის პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე,საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად უშუალოდ უწევს მონიტორინგს.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა