რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღებში სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად მოინახულა

by magda

25.08.2022წ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღებში სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, სოფელ ღებში ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-121) საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე, მდ. ჩვეშურაზე, რომლის ღირებულება შეადგენს 1 281 591 ლარს.
მდინარე რიონზე სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, სახიდე გადასასვლელის მოწყობა, რომლის ღირებულება 1 899 999 ლარს შეადგენს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს აგრეთვე ადგილზე გაეცნო სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content