რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფის სამუშაოები 5 მდებარეობაზე პარალელურად მიმდინარეობს

default

23.05.2024.

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფის სამუშაოები 5 მდებარეობაზე პარალელურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 5 სხვადასხვა მდებარეობაზე (კმ106.6-კმ109, კმ109.5, კმ114, კმ119, კმ125) ეწყობა ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამბა, ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები და ბეტონის კედელი
ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე უკვე დასრულდა ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამბის, 3 მეტრის სიმაღლის ე.წ. ბერმის მოწყობა. ამავე გზის კმ106.5-კმ109 და 114-ე კმ მონაკვეთებზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეებისა და ბეტონის ბლოკებისგან კედლის მოწყობა, ხოლო 109-ე კმ-ზე ეწყობა ბეტონის ბლოკების კედელი
პროექტის ღირებულება 4,2 მლნ. ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება
კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შედეგები სულ უფრო მკვეთრად ვლინდება მთელს მსოფლიოში. კლიმატის ცვლილების მავნე ზეგავლენების პრევენციისა და მაქსიმალური შემცირებისთვის აუცილებელია სხვადასხვა ღონისძიებების გატარება შესაბამის ადგილებში
მიმდინარე სამუშაოები ხელს შეუწყობს გზაზე უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას, მოსალოდნელი მავნე ზეგავლენის პრევენციას და კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფას
მსგავსი პროექტები უზრუნველყოფს საავტომობილო გზების მონაკვეთებზე კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და ზეგავლენის შერბილებას

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა