ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან ერთად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

24.05.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან ერთად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მეწარმეებმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს 2024 წლის მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ სამუშაოებზე. სერგი ხიდეშელმა ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს მოუწოდა სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება დაავალა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს არსებულ გამოწვევებზე დროულ და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა – ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, ასევე მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და საზედამხევდველო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.