ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა და მოადგილე ლევან შერაზადიშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

22.05.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა და მოადგილე ლევან შერაზადიშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.
ასევე, განხილულ იქნა სოფლებში არსებულ ვითარება და პრობლემური საკითხები რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს.
ხელმძღვანელმა პირებმა, წარმომადგენლებს დაავალეს, პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, შპს ონის სერვის ჯგუფის ხელმძღვანელი – ნიკოლოზ მაისურაძე, შპს ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორი ალექსანდრე გამყრელიძე, ააიპ ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრის ხელმძღვანელი ფრიდონ ორდინიძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა