0
01.09.2025წ.
რაჭაში მასშტაბური ველომარათონი გაიმართა
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს, როგორც მოყვარულებმა, ასევე პროფესიონალმა სპორტსმენებმა – ჯამში ასამდე ადამიანმა.
სულ წარმოდგენილი იყო სამი მარშრუტი. 10 კმ, 20 კმ და 60 კმ. თითოეულმა მონაწილემ ინდივიდუალურად შეარჩია დისტანცია.
ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მიერ.
ველომარათონის სამივე კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები ფულადი ჯიდლოებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.