რაჭაში დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღსადგენად მუშაობა გრძელდება

by magda

29.07.2020წ.

რაჭაში დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღსადგენად მუშაობა გრძელდება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა
ამ დროისათვის, მამისონის 118-ე კილომეტრზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს სამუშაო დამატებითი ტექნიკის გადასასროლად, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს
პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.რაჭაში დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღსადგენად მუშაობა გრძელდება
რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების უმოკლეს ვადებში ჩატარებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებებს ადგილზე ხელმღვანელობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content