ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სახალხო დღესასასწაულ „ონელობა 2026“-ის სამზადისს გაეცნო

by newadmin newadmin

05.09.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სახალხო დღესასასწაულ „ონელობა 2026“-ის სამზადისს გაეცნო.
დღეს, 16:00 საათზე, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ონში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში სახალხო დღესასწაული „ ონელობა 2026“ გაიმართება.
დღის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც გალა კონცერტით დასრულდება და მაყურებლის წინაშე ლეგენდარული „ქართული ხმები“ წარსდგება.
ღონისძიების მიზანია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
გაცნობებთ, რომ “ონელობა” როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-18 ონელობას ვიზეიმებთ. ამ დღეს, ონის მუნიციპალიტეტი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content