2
05.09.2026.
ონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასასწაული „ონელობა 2026“ აღინიშნა.
ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილეებთან ქრისტინა კობახიძესთან და ლევან ჯმუხაძესთან, ასევე რეგიონის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებსაც გადაეცათ სპეციალური სიგელები და საჩუქრები.
დღის მანძილზე გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას. საღამო გალა კონცერტით დასრულდა და მაყურებლის წინაშე ლეგენდარული „ქართული ხმები“ წარსდგა.
ღონისძიება რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
