13
27.07.2022წ.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.
იყავი მზად მომავლისთვის – განვითარდი და გახდი მოთხოვნადი პროფესიონალი!
რეგისტრაცია შესაძლებელია 22 აგვისტოს ჩათვლით, როგორც ონლაინ ვებგვერდზე – vet.emis.ge ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით, კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან გააგზავნოთ შეტყობინება ელ. მისამართზე: info@emis.ge