პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით

by magda

27.04.2020წ.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით.
27 აპრილს ქალაქ ონში არსებულ სუპერმარკეტებს სასურსათო ჩანთები საჩუქრად გადაეცა, რომელზეც ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა მოხდება სურსთის შეძენის დროს უსასყიდლოდ.
აღნიშნულ კამპანიაში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი – ფონდი “აფხაზინტერკონტი” აქტიურადაა ჩართული .
პროექტი ,,სამოაქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ(EU) და თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფინდი (KAS).

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content